ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდების პრეტენდენტია

© Sputnik / STRINGERლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართველმა გოლიათმა" ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული წელს შეიძლება მეორედ მოიპოვოს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდებაზე შორტ-ლისტშია ჩართული. კენჭისყრა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვებ-გვერდზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საჭიროა ამ ბმულზე გადასვლა, შემდეგ კი:

  1. უნდა მონიშნოთ ხუთი ძალოსნიდან ერთი, მაგალითად, ლაშა ტალახაძე
  2. მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი
  3. მიუთითოთ ელექტრონული ფოსტა (e-mail)
  4. შესაბამის ველში ჩაწეროთ წარმოდგენილი კოდი
  5. დააჭიროთ ღილაკს VOTE

„ქართველი გოლიათის" კონკურენტები არიან: ომ იუნ ჩხოლი (ჩრდილოეთი კორეა), ში ჩჟიუნი, ლიუი სიოძიუნი (ორივე ჩინეთი) და სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი).

ცნობილი გახდა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა>>

გასულ სეზონში ლაშა ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ორივე ტურნირი ქართველმა ძალოსანმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო. ამასთან, ტალახაძის ყოველ ოქროს თან ახლდა მსოფლიო რეკორდი, და თან ქართველმა სპორტსმენმა თავისივე შედეგები გააუმჯობესა.

კენჭისყრა IWF-ის ვებ-გვერდზე 10 თებერვლამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა შეიძლება დღე-ღამეში ერთხელ.

ყველა ახალი ამბავი
0