ქართველმა ფეხბურთელმა პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მერებაშვილი
გიორგი მერებაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა პოლონურ გუნდში ჩაატარა 110 მატჩი, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 18 შედეგიანი გადაცემა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა პლოცკის გუნდ „ვისლასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ნათქვამია პოლონური გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თავდაპირველად 33 წლის ქართველ ფეხბურთელსა და „ვისლას" შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იყო გათვლილი. თუმცა, მხარეთა შეთანხმებით კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდა.

გიორგი მერებაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი პოლონური კლუბის რეკორდსმენი გახდა

მერებაშვილი „ვისლაში" 2016 წლის ივლისიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ნახევარმცველმა კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 110 მატჩი, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 18 შედეგიანი გადაცემა.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს მერებაშვილი „ვისლას" ისტორიაში ლეგიონერთა შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონეთის ჩემპიონატის XX ტურში „პიასტას" წინააღმდეგ ქართველმა დუბლი გაიფორმა. ეს მისთვის მე-20 და 21-ე გოლები გახდა კლუბის შემადგენლობაში და ამის წყალობით გაუსწრო თავდამსხმელს გვინეიდან ხოსე კანტეს.

პოლონეთის 2019/2020 წლების სეზონის ჩემპიონატი 8 თებერვალს განახლდება. „ვისლას" 30 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილი უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0