ქართველმა მოჭიდავეებმა თურქეთის ტურნირზე შვიდი მედალი მოიგეს

© photo: Sputnik / Alexey Filippovთავისუფალი სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიგეს და ტურნირზე საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც სტამბულში (თურქეთი) გაიმართა, შვიდი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონები გახდნენ: ედემ ბოლქვაძე (-65 კგ), გიორგი სულავა (-74), დათო მარსაგიშვილი (-92) და გივი მაჭარაშვილი (-97). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს სანდრო ამინაშვილმა (-86), ირაკლი მწითურმა (-92) და ზურიკო ურთაშვილმა (-97).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ოქრო არ აუღია, ქართველმა სპორტსმენებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდა აზერბაიჯანის ნაკრები, ხოლო მეორეზე – ბულგარეთის.

იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირი სტამბულში ევროპელი მოჭიდავეების კონტინენტური პირველობისთვის მომზადების ერთ-ერთი ეტაპია. პირველობა რომში ამ წლის 10-16 თებერვალს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0