00:22 19 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (550)
47 0 0

თავისი სტატუსის ასამაღლებლად ლევან გორგაძემ, რომელმაც შარშან ოძეკის სტატუსი დაკარგა, იანვრის ტურნირზე თხუთმეტიდან ათი ბრძოლა უნდა მოიგოს

თბილისი, 12 იანვარი -  Sputnik. იმპერატორის თასის მფლობელმა პირველმა ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ წლის პირველ ტურნირზე - ჰაცუ ბაშოზე ასპარეზობა წაგებით დაიწყო.

ტოჩინოშინმა წააგო ბრძოლა აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა სიოჰოძანუსთან, რომელიც ადრე 14-ჯერ დაამარცხა. ბრძოლისას ჩანდა, რომ ტოჩინოშინი ცუდ ფორმაშია და მას პერიოდულად აწუხებს ძველი ტავმები.

ტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა ონოსიოს შეხვდება, რომელიც ბაშოს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა - ის მხოლოდ 23 წლისაა.

ამჟამინდელ სეზონს ტოჩინოშინი მაეგაშირას რანგში იწყებს და კომუსუბის ტიტულის მოსაპოვებლად გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუტის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.

იანვრის ჰაცუ ბაშო - პროფესიული სუმოს - მაკუუტის უმაღლეს დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.

თემები:
სპორტის ამბები (550)

მთავარი თემები