ფედერაციის თასზე საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© photo: Georgian Tennis Federation / FB საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინეთის დედაქალაქში პრესტიჟულ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმოადგენს ხუთი ჩოგბურთელი ქალი, აქედან ორი - დებიუტანტია

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ფედერაციის თასზე ჰელსინკში საქართველოს ქალთა ნაკრებს ხუთი ჩოგბურთელი წარმოადგენს, მათგან ორი დებიუტანტია, ნათქვამია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ტურნირი ფინეთის დედაქალაქში 4-9 თებერვალს გაიმართება.

ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიაში ტურნირი გამარჯვებით დაიწყო >>

ფედერაციის თასზე ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში იასპარეზებენ: მარიამ ბოლქვაძე (WTA-ს რეიტინგით 164-ე ადგილი), ეკატერინე გორგოძე (203), ოქსანა კალაშნიკოვა (57-ე წყვილებს შორის) და ორი დებიუტანტი - მარიამ დალაქიშვილი (810) და ზოზია ქარდავა (1063). საქართველოს ნაკრების კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ ურუგვაი დაამარცხა, მაგრამ ATP-cup სერიის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები იქნებიან დანიის, ეგვიპტის, ფინეთის, ისრაელის, მოლდოვას, პორტუგალიის და ტუნისის ნაკრებები. ფედერაციის თასის რეგლამენტის თანახმად, რვა ნაკრები ორ ჯგუფად გაიყოფა. ტურნირის ნახევარფინალში თითოეული კვარტეტიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა და ორივე ფინალისტი ფედერაციის თასის პირველ ჯგუფში გასვლას გაინაღდებს. ორი ყველაზე ცუდი შედეგების მქონე გუნდი მომდევნო სეზონს მესამე ჯგუფში გაატარებს.

ტურნირის კენჭისყრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გასულ წელს საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასზე პირველ ჯგუფში გამოდიოდა, მაგრამ ინგლისის ბატში წარუმატებლად წარდგა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ქალები დამარცხდნენ სერბეთის, ხორვატიის და თურქეთის გუნდებთან, პლეი-ოფში კი სლოვენიასთან. შესაბამისად, წლევანდელ სეზონს ჩვენი ჩოგბურთელი ქალები მეორე ჯგუფში იწყებენ.

ყველა ახალი ამბავი
0