07:46 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (548)
11310

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ თბილისის „დინამო“ ანგარიშით 2:3 დამარცხდა. გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბერლინში მინი-საფეხბურთო ტრადიციულ ტურნირზე ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters თბილისის „‪დინამომ“ კახა კალაძის კაპიტნობით ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით 4:2 მოუგო, იუწყება პირველი არხი.

ალექსანდრე იაშვილმა დუბლი გააფორმა, კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ თითო გოლი გაიტანეს.

„მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს „დინამო თბილისის“ სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები. 19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.

სამწუხაროდ, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩში თბილისის „დინამო“ ანგარიშით 2:3 დამარცხდა. თბილისელთა რიგებიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს. ორი ტურის შემდეგ „დინამოს“ 3 ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ, მესამე მატჩს ხვალ 17:30 საათზე „შალკე 04“-ის წინააღმდეგ გამართავს.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ რვა საფეხბურთო კლუბის ვეტერანები. აქედან შვიდი გერმანულია გუნდია. ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დედაქალაქში სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით თამაშობენ.

თბილისის „დინამოს" მეტოქეები А ჯგუფში არიან დორტმუნდის „ბორუსია", ლევერკუზენის „ბაიერი" და „შალკე 04". მეორე კვარტეტში წარმოდგენილია სამი ბერლინური კლუბი: „ჰერტა", „იუნიონი" და „ტენის-ბორუსია", ასევე ბრემენის „ვერდერი".

კახა კალაძის გარდა, „დინამოს" შემადგენლობაში არიან: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.

ლევან კობიაშვილი „ჰერტას“ ვეტერან ფეხბურთელთა გუნდში ასპარეზობს.

ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გავა. გუნდები ხუთი–ხუთზე ითამაშებენ. მატჩები ორტაიმიანია, თითო ტაიმი 10 წუთი გრძელდება.

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე>>

მინი-საფეხბურთო ტურნირი ვეტერანთა შორის AOK Traditionsmasters 2010 წლიდან ტარდება.

თემები:
სპორტის ამბები (548)

მთავარი თემები