06:34 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (568)
49 0 0

ქართველი სპორტსმენი, საამაყო ტოჩინოშინი პირველ ბრძოლაში შეხვდება იმ მეტოქეს, რომელსაც ადრე უკვე 14-ჯერ სძლია

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იანვრის ჰაცუ ბაშოს პირველ ბრძოლაში აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა სიოჰოძანს შეხვდება. ჰაცუ ბაშო ტოკიოში 12 იანვარს იწყება.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა >>

მეტოქეებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიშია 14:7 ქართველი სუმოისტის სასარგებლოდ.

ამჟამინდელ სეზონს ტოჩინოშინი მაეგაშირას რანგში იწყებს და კომუსუბის ტიტულის მოსაპოვებლად გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება. დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 32 წლის ლევანს ეს გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ ტოჩინოშინს კვლავ აწუხებს ტრავმები და სეზონის პირველი ტურნირისთვის ჩვენი სუმოისტი სრულყოფილად ვერ მოემზადა.

გასული წელი ტოჩინოშინისთვის მძიმე გამოდგა. სეზონის განმავლობაში გორგაძემ რამდენჯერმე დაკარგა და დაიბრუნა ოძეკის ტიტული. ამასთან ერთად, მუხლისა და მხრის ტრავმები ხელს უშლიდა ბოლომდე დახარჯულიყო ბრძოლაში, ამიტომაც ტოჩინოშინი ივლისის ბაშოდან მოიხსნა. ამავე მიზეზით გორგაძე წარუმატებლად წარდგა შემოდგომის აკი ბაშოზე და წლის დასკვნითი ტურნირიდანაც მოიხსნა.

იანვრის ჰაცუ ბაშო - პროფესიული სუმოს - მაკუუტის უმაღლეს დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.

თემები:
სპორტის ამბები (568)

მთავარი თემები