გენო პეტრიაშვილი 2019 წლის საუკეთესო მოჭიდავეების სამეულში შევიდა

© Facebook / photo: GeoWrestling / FBგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფალავანი საქართველოდან მთელ მსოფლიოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ტიტულოვან სპორტსმენად აღიარეს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საუკეთესო მოჭიდავეების 2019 წლის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. რეიტინგი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (United World Wrestling, UWW) შეადგინა, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გენო პეტრიაშვილი ყველაზე ძლიერია: ქართველი მოჭიდავე მსოფლიო რეიტინგის სათავეშია>>

სპორტსმენებს მოგებული ტურნირებისა და ქულების მიხედვით აფასებენ.

გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ აღიარეს იტალიელი ჩამისო მარკესი, მეორე ადგილზეა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯეიდენ კოქსი.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის საუკეთესოდ აღიარეს უნგრელი სპორტსმენი ვიქტორ ლორინცი, ხოლო ქალებს შორის – ამერიკელი ტამირა მენსა.

გენო პეტრიაშვილი 25 წლისაა. ის სამჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ასევე არის რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ასპარეზობს 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

ყველა ახალი ამბავი
0