20:02 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (757)
48 0 0

მონაკოში FIDE-ს ეგიდით გამართული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული რუსი მოჭადრაკე ალექსანდრა კოსტენიუკი გახდა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ FIDE-ს გრან-პრიზე მონაკოში ჩინელ ჩჟაო სიუესთან ერთად მეცხრე და მეათე ადგილები გაიყვეს.

ტურნირის შედეგებით, ქართველმა მოჭადრაკემ 11 შესაძლებელიდან 5 ქულა დააგროვა. ბოლო ტურში ძაგნიძემ უკრაინელ მარია მუზიჩუკთან შავი ფიგურებით პარტია ყაიმით დაასრულა.

ტურნირის გამარჯვებული რუსი მოჭადრაკე ალექსანდრა კოსტენიუკი გახდა.

11 ტურის შედეგებით, კოსტენიუკმა, კანერუმ და გორიაჩკინამ შვიდ-შვიდი ქულა დააგროვეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით კოსტენიუკი პირველი, ხოლო გორიაჩკინა მესამე გახდა. შემდეგ მოდის ლაგნო (6,5 ქულა), ანა მუზიჩუკი (6), მარია მუზიჩუკი, კრამლინგი, ჰარიკა (თითოეული 5,5 ქულით), ჩჟაო სიუე, ძაგნიძე (ორივე ხუთ-ხუთი ქულით), პეტცი (4), გუნინა (2).

თემები:
სპორტის ამბები (757)

მთავარი თემები