„ქართველი ჰალკი" – ყველაზე ძლიერი პლანეტაზე

© courtesy of Levan Saginashviliლევან საღინაშვილი
ლევან საღინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის შედეგებით, ქართველი სპორტსმენი ქვეყანაში არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ტიტულოვანმა ქართველმა სპორტსმენმა ლევან საღინაშვილმა, რომელსაც ქართველ „ჰალკს" ეძახიან, პროფესიონალური მკლავჭიდის ჩემპიონატის „ტოპ 8"-ის ფინალი მოიგო, რომელიც პოლონურ ქალაქ რუმიაში ჩატარდა.

ლევან საღინაშვილი 190 სმ სიმაღლისაა, წონა კი 180 კგ აქვს (მკლავჭიდელთა საშუალო წონა 120-130 კგ-ია). მისი მაჯის გარშემოწირულობა 28 სმ-ია, ბიცეფსის გარშემოწირულობა – 58 სმ.

ფინალში საღინაშვილი რუს სპორტსმენ ვიტალი ლალეტინს შეხვდა და დამაჯერებელი შედეგით 6:0 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ვეტერანი არმრესლერი, ამერიკელი ტიმ ბრესნანი, ნახევარფინალში კი ყაზახეთის წარმომადგენელი ყაზახი კიდირგალ ონგარბაევი დაამარცხა.

ჩემპიონის ქამრის გარდა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო სოლიდური პრიზი – 50 ათასი აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შედეგებით ლევან საღინაშვილი საქართველოში არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

ყველა ახალი ამბავი
0