08:50 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

ვის შეხვდება საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში

photo: Nogometni savez Bosne i Hercegovine / FB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (492)
45 0 0

რამაზ სვანიძის გუნდი საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებს – შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის გუნდებს დაუპირისპირდება.

თბილისი,  4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები (U-19) 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში რუსეთის ნაკრებს შეხვდება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

3 დეკემბერს უეფას შტაბ–ბინაში ევრო–2020-ის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისა და ჭაბუკთა ნაკრებებს (U-19 და U-17) შორის ევრო–2021-ის ჩემპიონატების პირველი შესარჩევი რაუნდების წილისყრები გაიმართა.

რამაზ სვანიძის გუნდი (U-19) საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებს – შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის გუნდებს შეხვდება. სამივე მატჩი საფრანგეთში 25, 28 და 31 მარტს ჩატარდება.

რაც შეეხება ჭაბუკთა ნაკრებს (U-17), გიორგი ჭითაურის გუნდი ბელგიის, ინგლისისა და რუმინეთის გუნდებს დაუპირისპირდება. ელიტ–რაუნდის მატჩები ბელგიაში ასევე 25, 28 და 31 მარტს გაიმართება.

რაც შეეხება 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდებს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ბელგია, უკრაინა და ლიეტუვა იქნებიან. გიორგი მიქაძის 19-წლამდე ნაკრები კი ხორვატიის, ლატვიისა და ყაზახეთის გუნდებს შეხვდება.

ორივე ასაკობრივ ჯგუფში მატჩები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 

თემები:
სპორტის ამბები (492)

მთავარი თემები