23:25 05 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2746
  • 100 RUB4.6197
  • USD2.9573
მარია ხარენკოვა

რუსი ტანმოვარჯიშე 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით იასპარეზებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (479)
42 0 0

21 წლის სპორტსმენის სპორტული მოქალაქეობის გამოცვლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელ კომიტეტზე მოიწონეს

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მარია ხარენკოვა, რომელიც სპორტულ ტანვარჯიშში რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

21 წლის სპორტსმენი ქალის სპორტული მოქალაქეობის გამოცვლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელ კომიტეტზე მოიწონეს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ-ი) მარია ხარენკოვას რუსეთის სპორტული მოქალაქეობის გამოცვლა საქართველოზე მოიწონა, განაცხადა სოკ-ის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა.

„ზოგიერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ვინ შეიცვალა სპორტული მოქალაქეობა. ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან და საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მოქალაქე მარია ხარენკოვა 2020 წლის ოლიმპიადაზე ტოკიოში საქართველოს სახელით შეძლებს გამოსვლას", - განაცხადა ადამსმა.

ხარენკოვას 21 წელი ოქტომბერში შეუსრულდა. ახალგაზრდა სპორტსმენის მიღწევებს შორისაა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი გუნდურ შეჯიბრებებში, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქრო დვირზე ვარჯიშში, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მრავალჭიდში. უფრო ადრე ხარენკოვას სპორტული მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა (FIG) დაამტკიცა.

თემები:
სპორტის ამბები (479)

მთავარი თემები