06:34 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (828)
18 0 0

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის სიტყვებით, ასეთი მასშტაბის ტურნირის გამართვა მნიშვნელოვანია არა მარტო სპორტული, არამედ ტურისტული თვალსაზრისით.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ საქართველო კვლავ უმასპინძლებს ქალთა და მამაკაცთა შორის შვიდკაცა რაგბიში ევროპის გრან-პრის, ნათქვამია საქართველოს რაგბის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.

პრესტიჟულ ტურნირს ქუთაისი მიიღებს. თამაშები 13 და 14 ივნისს "აია არენას" ახალ სარაგბო ბაზაზე ჩატარდება.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა, ტურნირის გამართვა მნიშვნელოვანია არა მარტო სპორტული, არამედ ტურისტული თვალსაზრისით.

"მინდა მივულოცო ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ქუთაისელებს ამ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება. ქვეყნისთვის, მისი ტურისტული პოტენციალის ამაღლებისთვის ეს ძალიან კარგია. ქუთაისის აეროპორტიდან იაფი და პირდაპირი ფრენები ხორციელდება ევროპის არაერთ ქალაქში. ტურნირზე ჩამოსული სპორტსმენები და გულშემატკივრები არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მარტვილის და ოკაცეს კანიონებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან წყალტუბოს პოტენციალს, რაც სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება", – განაცხადა სვანიძემ.

მისი განმარტებით, საქართველოში ძალიან კარგი მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები ჩამოდიან, რაც შვიდკაცა რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, საქართველოს შვიდკაცამ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ვერ შეძლო.

თემები:
სპორტის ამბები (828)

მთავარი თემები