თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატის ბოლო 36-ე ტურში დინამოელებმა ტურნირის აუტსაიდერს „ვიტ-ჯორჯიას“ ანგარიშით 2:0 მოუგეს და ქვეყანაში საუკეთესოები მე-17-ჯერ გახდნენ.
ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა ბათუმის „დინამომ“, მესამე - შარშანდელმა ჩემპიონმა, „საბურთალომ“ თბილისიდან.
ეროვნულ ლიგას ტოვებს „ვიტ-ჯორჯია“, უმაღლეს დივიზიონში ადგილისთვის პლეიოფში ერთმანეთს „სიონი“ „სამტრედიას“ და „რუსთავი“ „თელავის“ დაუპირისპირდებიან.
2020/2021 წლების სეზონზე თბილისის „დინამო“ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაში წარადგენს, ხოლო ევროპის ლიგაში საქართველოს სახელით ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ გამოვლენ.