საქართველოს პოზიციები ფიფას რეიტინგში გაუარესდა

© Sputnik / STRINGERსაფეხბურთო მატჩი. საქართველო-დანია
საფეხბურთო მატჩი. საქართველო-დანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგში ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობაზე აისახა ორი წაგება ნოემბერში – შვეიცარიისა და ხორვატიის გუნდებთან.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების პოზიციები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში გაუარესდა. გუნდი 90-ე ადგილიდან 91-ზე გადავიდა.

ამჟამად საქართველოს ნაკრების აქტივშია 1267 ქულა. რეიტინგში მისი მეზობლები არიან მადაგასკარისა (1267) და ისრაელის (1260) გუნდები.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ლევან კობიაშვილი: ვაისი მარტის ბოლომდე არსად წავა

ოქტომბრის რეიტინგში საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 91-ე ადგილიდან 90-ზე გადავიდა, ახლა კი, ნოემბერში შვეიცარიისა და ხორვატიის გუნდებთან წაგების შედეგად, მისი პოზიციები კვლავ გაუარესდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში, ბელარუსის, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს, სურათი ამგვარად გამოიყურება:

  • ჩრდილოეთ მაკედონია – 68-ე ადგილი (1347 ქულა)
  • ბელარუსი – 87-ე (1280)
  • კოსოვო – 115-ე (1174)

მატჩი ბელარუსის ნაკრებთან 26 მარტს გაიმართება. ბელარუსის გუნდზე გამარჯვების შემთხვევაში ქართული ნაკრები 31 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ევრო-2020-ის ფინალურ სტადიაზე საგზურს მიიღებენ.

მსოფლიოს უძლიერესი გუნდები რეიტინგში არიან ბელგიის, საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებები.

ყველა ახალი ამბავი
0