03:27 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (825)
54 0 0

საქართველოს ნაკრებს მარტის ბოლოს მნიშვნელოვანი თამაშები ელოდება, რომლის შედეგებით გუნდმა, შესაძლოა, ევრო-2020-ის ფინალური ეტაპის საგზური მიიღოს.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ვლადიმირ ვაისი კარგი მწვრთნელია, ამიტომ აინტერესებს ის სხვა კლუბებს, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე, რომლებიც ქართულმა და რუსულმა მასმედიამ აიტაცა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, „სოჭის" (რუსეთი) ან „ასტანის" (ყაზახეთი) მთავარ მწვრთნელად გადავიდეს.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, კონტრაქტის მიხედვით ვაისი საქართველოს ნაკრებში მარტის ბოლომდე დარჩება.

„მასმედიაში ყოველდღე წერენ ვიღაცის ინტერესებზე და ეს ახალი არ არის. ის კარგი მწვრთნელია, ამიტომაც ინტერესდებიან. შესაბამისად, ეს თემა ჩვენთვის დახურულია. მწვრთნელთან გვაქვს კონტრაქტი და მარტის მატჩებისთვის ვემზადებით. სხვა დანარჩენს ვერაფერს გეტყვით", – აღნიშნა კობიაშვილმა პირველი არხის ეთერში.

საუბარია ერთა ლიგის პლეი-ოფის ½ ფინალზე 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ. ბელარუსის გუნდზე გამარჯვების შემთხვევაში ქართული ნაკრები 31 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ევრო-2020-ის ფინალურ სტადიაზე საგზურს მიიღებენ.

თემები:
სპორტის ამბები (825)

მთავარი თემები