01:54 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ლაშა შავდათუაშვილი

ქართველი ძიუდოისტები იაპონიაში მედლებისთვის იბრძოლებენ

photo: courtesy of IJF - International Judo Federation
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (486)
58 0 0

23 ნოემბრის ტურნირზე ტატამზე გამოვა ლაშა შავდათუაშვილი, 24 ნოემბერს კი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ოთხი ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობას მიიღებს „დიდი სლემის“ სერიის პრესტიჟულ დასკვნით შეჯიბრში, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში 22 ნოემბერს გაიხსნება.

73 კგ–მდე წონით კატეგორიაში მედლისთვის იბრძოლებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. იგი ტურნირს მეორე წრიდან შეუერთდება და შეხვდება არატ ტაცუკავასა (იაპონია) და ედუარდო არაუხოს (მექსიკა) წყვილის გამარჯვებულს.

90 კგ–მდე წონით კატეგორიაში ტატამზე გამოვა საქართველოს ორი წარმომადგენელი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც პირველივე წრეზე შეხვდება იაპონელ სანსირო მურაოს, და ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ტურნირს მეორე წრეზე შეუერთდება.

100 კგ–მდე წონით კატეგორიაში საქართველოს შეჯიბრზე წარადგენს გუნდის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ბრძოლაში ასევე მეორე წრეზე ჩაერთვება და დაუპირისპირდება ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშს.

ქართველი სპორტსმენები ტატამზე 23 და 24 ნოემბერს გავლენ. შეჯიბრის ფინალური ნაწილი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ტურნირი ოსაკაში 24 ნოემბრამდე გასტანს. მასში მსოფლიოს 87 ქვეყნის 486 სპორტსმენი მონაწილეობს.

თემები:
სპორტის ამბები (486)

მთავარი თემები