12:57 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ფეხბურთი

ქართველმა მწვრთნელმა ლატვიის კლუბი ევროთასზე გაიყვანა

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (483)
56 0 0

ვალმიერის კლუბს დიდი ხნის ტრადიციები აქვს, მაგრამ ევროთასის ზონაში გასვლა მხოლოდ წელს მოახერხა, როდესაც გუნდს ცნობილი ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია ჩაუდგა სათავეში.

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ფეხბურთის კლუბმა „ვალმიერამ“, რომელსაც წელს ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია ჩაუდგა სათავეში, მეოთხე ადგილი დაიკავა ლატვიის ჩემპიონატზე, რაც გუნდს მომდევნო სეზონზე ევროპის ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს, იუწყება „Sputnik-ლატვია“

ლატვიიდან უეფას ევროპის ლიგაში ადგილის დასაკავებლად იბრძოდნენ იურმალის „სპარტაკი“ და „ვალმიერა“. გუნდებს შორის სხვაობა ორი ქულა იყო. „სპარტაკის“ ფეხბურთელებს სჭირდებოდათ დასკვნით მატჩში ჩემპიონ „რიგის“ დამარცხება და „ვალმიერას“ მარცხი აუტსაიდერ „მეტასთან“.  

თუ მეორე მაინც მოხდა – „ვალმიერამ“ ვერ შეინარჩუნა სამბურთიანი უპირატესობა და თამაში ფრედ - 3:3 დაასრულა, „სპარტაკმა“ თავისი თამაში დიდი სხვაობით დათმო - 1:4.

ამგვარად, მომავალ წელს ლატვიას ევროპის თასზე წარადგენენ: ჩემპიონთა ლიგაზე - ფეხბურთის კლუბი „რიგა“, ევროპის ლიგაზე - „ვენტსპილსი“, „რიგის ფეხბურთის სკოლა“ და „ვალმიერა“. 

მომდევნო სეზონზე ლატვიის ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი ითამაშებს. ამიტომ 2019 წლის სეზონის შედეგად ბოლო ადგილზე გასულ რიგის „მეტას“ ჯერ კიდევ მოუწევს თავისი პოზიციების დაცვა პირველი ლიგის მეორე საუკეთესო გუნდ „სუპერ ნოვასთან“.

2019 წლის ლატვიის ჩემპიონატის მეორე ეშელონის გუნდებს შორის გამარჯვებული „ტუკუმს-2000“ კი მომავალ წელს უკვე დანამდვილებით ითამაშებს უძლიერესების გვერდით.

თემები:
სპორტის ამბები (483)

მთავარი თემები