ქართველმა სუმოისტმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

© photo: Tochinoshin Tsuyoshi / FBლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
32 წლის ქართველმა სპორტსმენმა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად 15-დან მინიმუმ 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში ნოემბრის კიუსიუ ბაშოზე შეჯიბრების მესამე დღეს ქართველმა სპორტსმენმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, კომუსუბი ენდოზე გაიმარჯვა.

ხვალ ქართველი სუმოისტი მესამე მაეგაშირა ტაკარაფუძის შეხვდება, რომელმაც, ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ტურნირის მესამე დღეს თავისი ორთაბრძოლა წააგო.

შეჯიბრების მესამე დღე ასევე იღბლიანი გამოდგა მეორე ქართველი სუმოისტის გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც ძუროს მეორე დივიზიონში გამოდის. ტოჩინოშინის მსგავსად, მასაც ერთი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს.

ტოჩინოშინმა 15-დან მინიმუმ 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. წინა ტურნირში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ის სეკივაკეს ტიტულამდე ჩამოაქვეითეს.

ქართველი სუმოისტი წლის გადამწყვეტი ტურნირისთვის ემზადება>>

2019 წლის ბოლო ბაშო 24 ნოემბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0