ბელარუს მოჭიდავეს დოპინგის გამო ტიტული ჩამოართვეს, ჩემპიონი ქართველი გახდა

გამოწერა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები, მეორე ევროპული თამაშების შედეგების მიხედვით, მეშვიდე ადგილიდან მეექვსეზე გადავიდა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (-130 კგ), რომელმაც მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, შეჯიბრების გამარჯვებულად გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) გენერალური მდივნის რაფაელე პანიოცისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია: „მძიმე წონის მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადებული ბელარუსელი სპორტსმენი კირილ გრიშჩანკა მხილებულია აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში და ჩამოერთვა ევროპული თამაშების ჩემპიონის წოდება".

ამასთან დაკავშირებით ოქროს მედალი და მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონის ტიტული ქართველ მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ერგო, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში გრიშჩანკასთან წააგო.

შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში - Sputnik საქართველო
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში II ევროპული თამაშების გამარჯვებულებს უმასპინძლეს

ამგვარად, საქართველოს ნაკრების აქტივში მეორე ევროპულ თამაშებზე შვიდი ოქროს მედალი დაფიქსირდა და საერთო გუნდურ ჩათვლაშიც ეროვნული გუნდი მეშვიდე ადგილიდან მეექვსეზე გადავიდა.

მეორე ევროპული თამაშები მინსკში მიმდინარე წლის 21-30 ივნისს გაიმართა. მთლიანობაში საქართველომ ტურნირზე 30 მედალი მოიპოვა: შვიდი ოქრო, ცხრა ვერცხლი და 14 ბრინჯაო.

ტურნირზე სულ გათამაშდა ჯილდოების 200 კომპლექტი. სპორტის 15 სახეობაში შეჯიბრებებში მონაწილეობდა ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სისტემაშია შეყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0