ქართველმა მოციგურავეებმა ჩინეთის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

© photo: Georgian Figure Skating Federation / FBგიორგი რევია და მარია კაზაკოვა
გიორგი რევია და მარია კაზაკოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესამე ადგილმა ქართველ სპორტსმენებს საშუალება მისცა, რომ მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში სენიორთა შორის.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ფიგურულ სრიალში საერთაშორისო ტურნირზე Asian Open Figure Skating Trophy, რომელიც ჩინეთის ქალაქ დუნგუანში გაიმართა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მოციგურავეების საერთაშორისო კავშირი ISU ამგვარ ტურნირებს, გრან-პრის პარალელურად, 2014 წლიდან მართავს.

ტურნირში რვა ქვეყნის 11 წყვილი მონაწილეობდა. კაზაკოვა და რევია თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილზე გავიდნენ 106,95 ქულით, ხოლო მესამეზე მოკლე პროგრამაში 67,68 ქულით.

ოქრო ამერიკელ კრისტინა კარეირასა და ენტონი პონომარენკოს წყვილს ერგო, ხოლო ვერცხლი – რუს მოციგურავეებს ქსენია კონკინასა და პაველ დროზდს.

ამ ბრინჯაოს წყალობით ქართველმა მოციგურავეებმა სენიორთა შორის 2020 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობა გაინაღდეს.

სექტემბერში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ზაგრების (ხორვატია) გრან-პრის მეექვსე ეტაპზე ყინულზე სპორტულ ცეკვაში იუნიორთა შორის ოქრო მოიგეს. ტურნირში 14 ქვეყნის 17 წყვილი მოციგურავე მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0