22:52 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
გრან-პრი ძიუდოში

ქართველი ძიუდოისტები რუსეთში ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადებიან

© Sputnik / STRINGER
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (456)
54 0 0

იჟევსკი გასამართ შეჯიბრებებში მონაწილეობას 30 ქვეყნის 300 სპორტსმენი მიიღებს, საქართველოს 12 ძიუსოისტი წარმოადგრნს

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თორმეთი ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში იუნიორთა შორის, რომელიც 1-3 ნოემბერს რუსეთის ქალაქ იჟევსკში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გუნდის შემადგენლობაში ზოგიერთი ცვლილება შეიტანა და ჩართო ის სპორტსმენები, რომლებსაც საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ცხრა ჭაბუკი და სამი გოგონა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარდგებიან თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი, -66 კგ - გიორგი თუთაშვილი და ლუკა კაპანაძე, -81 კგ - ვლადიმერ ახალკაცი, -90 კგ - მიხეილ ბექაური და იმედა გოგოლაძე, -100 კგ - ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე, -57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, -70 კგ - მარიამ ჭანტურია, +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

იჟევსკი გასამართ შეჯიბრებებში მონაწილეობას 30 ქვეყნის 300 სპორტსმენი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი 23 წლამდელთა ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობს. 2006 წელს პირველობა გაიმართა მოსკოვში, 2011 წელს - ტიუმენში.

პარასკევს, 1 ნოემბერს ტატამზე გამოვლენ იუნიორი ვაჟები 60 და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორირბში და გოგონები 48, 52 და 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. ამავე დღეს ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე >>

შაბათს, 2 ნოემბერს, მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან ვაჟი სპორტსმენები 73 და 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში და გოგონები 63 და 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში.

ტურნირის დასკვნით დღეს, 3 ნოემბერს, მედლებს გაათამაშებენ ვაჟები 90, 100-მდე და 100 კილოგრამ ზემოდ კატეგორიებში, გოგონები კი -78კგ და +78 კგ წონით კატეგორიებში.

გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სოფიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა ძიუდოისტებმა აიღეს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი.

თემები:
სპორტის ამბები (456)

მთავარი თემები