22:53 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
დავით ყიფიანის სახელობის თასი

საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში გორში გაიმართება

© photo: Official Website of Georgian Football Federation
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (456)
32 0 0

ფინალურ თამაშში 8 დეკემბერს ორი თბილისური კლუბი - „ლოკომოტივი" და „საბურთალო" დაუპირისპირდება ერთმანეთს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი სეზონის თასის ფინალი ფეხბურთში 8 დეკემბერს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ფორში მეორედ ჩატარდება. პირველად ეს 2017 წელს მოხდა. მაშინ ქვეყნის თასი საჩხერის „ჩიხურამ" აიღო, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო" პენალტების სერიით დაამარცხა.

რაც შეეხება ამჟამინდელ ფინალს, აქ ორი თბილისური კლუბი შეხვდება ერთმანეთს - „ლოკომოტივი" და „საბურთალო" „რკინიგზელებმა" ტურნირზე სამჯერ გაიმარჯვეს - 2000, 2002 და 2005 წლებში, ხოლო ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს" ეს ჯილდო არც ერთხელ არ მოუგია.

საქართველოს თასი 1990 წლიდან თამაშდება. ყველაზე მეტჯერ (13-ჯერ) ტურნირი თბილისის „დინამომ" მოიგო. ქვეყნის თასის მოქმედი მფლობელია ქუთაისის „ტორპედო".

თემები:
სპორტის ამბები (456)

მთავარი თემები