23:14 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
ჭადრაკის დაფა

ბათუმში ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა - ვიდეო

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (453)
49 0 0

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ხუთი გუნდი დაიცავს

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ჭადრაკში ევროპის 22-ე გუნდური ჩემპიონატი ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს   საზეიმოდ გაიხსნა.

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ხუთი გუნდი დაიცავს, სამი ქალთა და ორი ვაჟთა.

ჩემპიონის ტიტულისთვის გუნდები ევროპის 39 ქვეყნიდან იბრძოლებენ. თამაშები 24 ოქტომბრის, 15:00 საათიდან სასტუმრო „შერატონში“ დაიწყება.

ბათუმში თავი მოიყარეს ევროპის საუკეთესო საჭადრაკო ნაკრებებმა. ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის 140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს დიდოსტატია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჩემპიონატი, რომელსაც ფიდე 1957 წლიდან ატარებს, ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა, მოგვიანებით ინტერვალი ორ წლამდე შემცირდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით ტარდება და ცხრა ტურად არის დაყოფილი.

საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებში წამყვანი მოჭადრაკეები შევიდნენ, ამასთან, ქართული ქალთა ნაკრები ტურნირზე ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

ქალთა პირველი ნაკრები: ნანა ძაგნიძე (სარეიტინგო ქულები - 2502), ლელა ჯავახიშვილი (2457), ბელა ხოტენაშვილი (2446), მერი არაბიძე (2398), სალომე მელია (2380).

ქალთა მეორე ნაკრები: ნინო ბაციაშვილი (2422), სოფიკო ხუხაშვილი (2341), ნინო ხომერიკი (2315), სოფიო გვეტაძე (2297), მირანდა მიქაძე (2279).

მამაკაცთა ნაკრები: ივან ჩეპარინოვი (2670), ბაადურ ჯობავა (2617), ლევან ფანცულაია (2603), ლუკა პაიჭაძე (2574), გიგა ყუფარაძე (2457).

გარდა ამისა, ჩემპიონატზე იქნება წარმოდგენილი საქართველოს ქალთა და ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრებები.

საპრიზო ფონდი როგორ მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდებისთვის ერთნაირია: პირველი ადგილი - 8 ათასი ევრო, მეორე ადგილი - 5 ათასი ევრო, მესამე ადგილი - 3 ათასი ევრო. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 32 ათასი ევრო.

ტელეკომპანიის ცნობით, ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი ზუსტად 20 წლის წინაც გაიმართა.

თემები:
სპორტის ამბები (453)

მთავარი თემები