ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთის ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდები

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთელი მიხეილ ბაღათურია
წყალბურთელი მიხეილ ბაღათურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ზედიზედ მეოთხეა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ბუდაპეშტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ცნობილი გახდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ვაჟთა ნაკრების მოწინააღმდეგეების ვინაობა, ნათქვამია ევროპის ცურვის ლიგის (LEN) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წყალბურთი - Sputnik საქართველო
წყალბურთი: თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

კონტინენტის პირველობაზე ქართველი წყალბურთელები საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის გუნდებთან ერთად D ჯგუფში იასპარეზებენ.

ევროპის ჩემპიონატში ოთხ ჯგუფად დაკომპლექტებული 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან გამარჯვებული პირდაპირ გადის მეოთხედფინალში. საკუთარ ჯგუფებში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მერვედფინალში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ზედიზედ მეოთხეა. ამ დროისთვის ჩვენი წყალბურთელების საუკეთესო შედეგი 2014 წლის ჩემპიონატზე მოპოვებული მე-12 ადგილია.

ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში 2020 წლის 12-26 იანვრის პერიოდში გაიმართება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული სერბეთის ნაკრებია.

ყველა ახალი ამბავი
0