სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრები წვრთნებს თბილისში გაივლის

© photo: Georgian Rugby / FB საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ახალგაზრდული გუნდები
საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ახალგაზრდული გუნდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარჯიშის ფარგლებში სამხრეთაფრიკელები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რაგბის ახალგაზრდული ნაკრები "უმცროსი ბოკესი" 2020 წლის სეზონისთვის მზადებას თბილისში გაივლის 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ნათქვამია საქართველოს რაგბის ფედერაციის განცხადებაში.

ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა იტალიელებთან წააგეს - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა

„ჩვენ გავაერთიანეთ მოთამაშეები U18 და U19 გუნდებიდან. ბიჭები წავლენ საქართველოში, სადაც ორ მატჩს ჩაატარებენ. ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა. ყველა შეძლებს 2020 წელს მსოფლიო ახალგაზრდულ თასზე თამაშს. ეს ვარჯიშები ტურნირის მოსამზადებლად შესანიშნავი ტრამპლინია ჩვენი გუნდისთვის. ბიჭები ძლიერ მეტოქესთან მატჩებში შანსს მიიღებენ", – აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ჩინ რუმ.

მისი თქმით, ორი მატჩის შემდეგ ნათელი გახდება, ვინაა მზად მაღალ დონეზე თამაშისთვის და ვინ – არა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები საქართველოს ახალგაზრდულ გუნდთან ორ ტესტ-მატჩს 2 და 5 დეკემბერს გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0