10:10 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ნიკოლოზ ბასილაშვილი

კიდევ ერთი გამარჯვება – ბასილაშვილმა შანხაიში პრინციპიალური მოწინააღმდეგე დაამარცხა

© REUTERS / Jerry Lai
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (413)
84 0 0

გასულ წელს შანხაიში ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე ტური ვერ გადალახა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-17 ნომერი АТР-ს რეიტინგით) შანხაიში ATP Masters 1000 ტურნირის მეორე წრეში გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ბენუა პერო დაამარცხა ანგარიშით 2:1 (6:4, 1:6, 6:1). მეორე სეტში ბასილაშვილმა გულშემატკივრები ანერვიულა – ეს სპორტსმენები აქამდე ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამივეჯერ წარმატება პეროს მხარეზე იყო. თუმცა ამჯერად მესამე სეტში ბასილაშვილმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა და აიძულა 8 ორმაგი შეცდომა დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ექვსი ბრეიკ-პოინტიდან სამის რეალიზება შეძლო.

მესამე წრეში ბასილაშვილი პაბლო კარენო ბუსტასა (ესპანეთი) და დომინიკ ტიმს (ავსტრია) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პირველ წრეში ქართველმა სპორტსმენმა მოლდოვის წარმომადგენელი დაამარცხა სამ სეტში – 4:6, 6:1, 6:3.

ტურნირი შანხაიში, რომლის საპრიზო ფონდი 8 მლნ-ზე მეტი დოლარია, 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გასულ წელს ტურნირის გამარჯვებული იყო სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

შანხაის ტურნირის გამარჯვებული მიიღებს ათას სარეიტინგო ქულას, ფინალისტი – 600-ს, ნახევარფინალისტები – 360-ს, ხოლო მეოთხედფინალში გასული სპორტსმენები – 180 ქულას.

თემები:
სპორტის ამბები (413)

მთავარი თემები