მილტონ ჰეიგმა ფიჯის ნაკრებთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

© Georgian Rugby / FBმილტონ ჰეიგი
მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მორაგბეები ავსტრალიასთან დაგეგმილ მატჩში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას აპირებენ.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცდილი მარცხისა და დაშვებული შეცდომების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრაში ანგარიშით 10:45 დამარცხდა, შედეგად დაკარგა ჯგუფში მესამე ადგილის მოპოვების შანსი და ამასთან, შესაძლოა, მსოფლიო რეიტინგში პოზიციებიც გაიუარესოს.

„თუ ფიჯის რამდენიმე გადაცემის გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება. გასახდელში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არ არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენგან ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები ელოდებოდნენ", – განაცხადა ჰეიგმა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის ნაკრები და „ბორჯღალოსნები" სამი წლის განმავლობაში ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდეგეც კარგად შეისწავლეს, მეორე ტაიმში ბევრი შეცდომა დაუშვეს, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი გახდა.

მთელი ძალით: „ბორჯღალოსნები“ ფიჯისთან დამარცხდნენ - ფოტოქრონიკა - Sputnik საქართველო
მთელი ძალით: „ბორჯღალოსნები“ ფიჯისთან დამარცხდნენ – ფოტოქრონიკა

„მთავარი ის კი არ არის, რა მოხდა, არამედ ის, რაც შემდეგ მოხდება. ჩვენ ტურნირზე კიდევ რვა დღე გვრჩება. ვნახოთ რა შეგვიძლია, რა შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და ამის შემდეგ ვითამაშებთ ავსტრალიის ნაკრებთან გარკვეული შედეგისთვის", – განაცხადა ჰეიგმა.

რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს მერაბ შარიქაძეს, მან მარცხი იმით ახსნა, რომ ეს ფიჯის „თამაში" იყო.

„ფიჯიმ სწორედ ისეთი თამაში აჩვენა, რომლის თამაშიც უნდოდათ, ამიტომ მათი შეჩერება ვერ მოვახერხეთ. სწორედ ამ მიზეზით დაფიქსირდა ტაბლოზე ასეთი შედეგი", – განაცხადა კაპიტანმა.

საქართველოს ნაკრები დასკვნით მატჩს ავსტრალიის ნაკრებთან 11 ოქტომბერს გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0