10:11 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

© Sputnik / STRINGER
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (413)
11210

ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა ატაცსა და აკვრაში.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უკვე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ტაილანდში ოქროს მედალი მოიგო და მსოფლიო რეკორდები დაამყარა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.

ჩემპიონატის ბოლო დღეს ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) „მცირე ოქრო“ მოიგო ატაცში – ასწია 220 კგ და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. შემდეგ ტალახაძემ ასევე რეკორდი დაამყარა აკვრაში – 264 კგ. და, შესაბამისად, ორჭიდის ჯამშიც, 484 კილოგრამით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

2015, 2017, 2018 წლების შემდეგ ეს ტალახაძის უკვე მეოთხე გამარჯვებაა მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო პირველობის დასკვნითი დღისთვის ორი – ანტონ პლესნოისა და რევაზ დავითაძის ბრინჯაოს მედალი ჰქონდა.

თემები:
სპორტის ამბები (413)

მთავარი თემები