ბათუმი ნიჩბოსნობაში საერთაშორისო რეგატას უმასპინძლებს

გამოწერა
დიდი პაუზის შემდეგ ბათუმში მასშტაბური საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება გაიმართება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში 33-წლიანი პაუზის შემდეგ აკადემიურ ნიჩბოსნობაში საერთაშორისო რეგატა 27 სექტემბერს გაიხსნება, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადი მსოფლიოს 11 ქვეყნის 150-მა სპორტსმენმა უკვე გააკეთა, მათ შორის თურქეთის, ირანის, ყაზახეთის, სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ბელარუსისა და ლიეტუვის ნიჩბოსნებმა.

BIAFF 2019 - Sputnik საქართველო
ბათუმში BIAFF 2019-ის გამარჯვებულები დაასახელეს

საზეიმო გახსნა ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება. შეჯიბრებების ძირითადი ნაწილი მეორე დღეს, 28 სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყება.

შეჯიბრებები გაიმართება 26 მაისის პარკში ნურიგელის ტბაზე. ნიჩბოსნები 200 მეტრ დისტანციაზე ბაიდარსა და კანოეში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

„თუ ჩვენ შეჯიბრებას სათანადო დონეზე ჩავატარებთ, მას ნიჩბოსნობის საერთაშორისო კალენდარში ჩართავენ და ამას მთელი მსოფლიო გაიგებს. ბათუმში უძლიერესი სპორტსმენები შეიკრიბებიან", – განაცხადა ჟურნალისტებთან აჭარის ნიჩბოსნობისა და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა რეზო ეზიაშვილმა.

მისი სიტყვებით, შეჯიბრების ტექნიკური საკითხები პრაქტიკულად გადაჭრილია. რჩება მხოლოდ თითოეული მონაწილისთვის ბილიკის ინდივიდუალურ ფერში შეღებვა – შეჯიბრების წესების თანახმად.

როგორც აჭარაში აღნიშნავენ, აკადემიურ ნიჩბოსნობაში შეჯიბრება გახდება საქართველოში გამართული საწყლოსნო სპორტის სახეობებიდან ყველაზე პოპულარული ტურნირი.

ყველა ახალი ამბავი
0