საქართველომ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გამოწერა
ანტონ პლესნოიმ ატაცში მცირე ოქროს მედალი დაიმსახურა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამ დღეებში ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა.

96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორჭიდის შედეგებით ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრების წევრი ანტონ პლესნოი.

შტანგისტმა ჯამში 394 კილოგრამი ასწია (181 ატაცში და 213 აკვრაში), ამასთან ატაცში ქართველ სპორტსმენს კონკურენცია ვერავინ გაუწია.

საქართველოს ნაკრები ძალოსნობაში - Sputnik საქართველო
საქართველომ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

ოქროს მედალი მიიღო ჩინელმა სპორტსმენმა ტაო ტიანმა, ხოლო ვერცხლის – ძალოსანმა კატარიდან ფარეს იბრაჰიმმა.

უნდა აღინიშნოს, რომ პლესნოიმ ამ ფიცარნაგზე საქართველოს რამდენიმე რეკორდი დაამყარა და დაამყარა აგრეთვე ევროპის U-23 რეკორდი.

საქართველოს ნაკრებიდან შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატზე –102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს.

27 სექტემბერს კი მედლებისთვის ლაშა ტალახაძე (109) და გიორგი ჩხეიძე (+109) იბრძოლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0