18:10 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ლუკა რაზმაძე

„დილის" ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია

© Erovnuli liga / FB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (419)
5410

თავისი კარიერის განმავლობაში ფეხბურთელი მხოლოდ ქართულ კლუბებში თამაშობდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გორის „დილის" ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენი გახდა. მის ანგარიშზეა 446 მატჩი.

ნახევარმცველმა რეკორდი ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩში დაამყარა „რუსთავის" წინააღმდეგ (0:0). აქამდე საქართველოს რეკორდსმენი ალექსანდრე კოშკაძე იყო (445 მატჩი).

რაზმაძეს სპეციალური პრიზი „ვიტ ჯორჯიასთან" თამაშის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.

რაზმაძე თავისი კარიერის განმავლობაში სულ საქართველოში გამოდიოდა. ნახევარმცველის პირველი კლუბი იყო „ვიტ ჯორჯია", შემდეგ ის გადავიდა რუსთავის „მეტალურგში", შემდეგ გამოდიოდა ბოლნისის „სიონში" და გორის „დილაში".

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რაზმაძემ 2008-2009 წლებში 11 მატჩი ჩაატარა.

თემები:
სპორტის ამბები (419)

მთავარი თემები