ქართველი მოფარიკავეების ტრიუმფი მსოფლიო თასზე

© photo: Sputnik / Denis Aslanovმოფარიკავე სანდრო ბაზაძე
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენებმა ხმლით ფარიკაობაში წარმატებით იასპარეზეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ მსოფლიო თასზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ხმლით ფარიკაობაში ვაჟთა შორის ოქროს მედალი სანდრო ბაზაძემ, ქალთა შორის კი ლიკა ჯიჯეიშვილმა მოიპოვეს.

ქართველმა მოფარიკავემ ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო. გარდა ამისა, პლეი-ოფში ყველა ოთხი შეხვედრა მოიგო. ბოლოს იგი ბრიტანელ ჯეიმს ჰონებონს დაუპირისპირდა და სძლია ანგარიშით 15:8.

მარცხის გარეშე განვლო შეჯიბრება ლიკა ჯიჯეიშვილმა, რომელმაც ზედიზედ 11 გამარჯვება მოიპოვა. ასეთი წარმატებული გამოსვლის წყალობით ჯიჯიეიშვილი FIE-ს მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და ახლა 68-ე ადგილზეა. რეიტინგში 67-ე ადგილზეა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი თეოდორა კახიანი.

ასე რომ, 2019/20-ის სეზონმა, რომელიც სამი კვირის წინ დაიწყო, საქართველოს ნაკრებს უკვე სამი ოქროს მედალი მოუტანა. ქართველი სპორტსმენების წარმატებული სვლა მაია გუჩმაზოვამ დაიწყო, რომელმაც ტაშკენტში გამართულ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0