18:12 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ბექა ლომთაძე

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ მეორე ოქრო მოიპოვა

© photo: United World Wrestling / FB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (419)
102 0 0

ქართველი სპორტსმენისთვის მიღებული მედალი მეორე ჯილდოა მსოფლიო პირველობებზე - სამი წლის წინ მან ვერცხლი მოიპოვა

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. თავისუფალი სტილით ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე (-61 კგ) მსოფლიო ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში იმართება.

ფინალში ლომთაძე შეხვდა რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს და ანგარიშით 6:1 დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ლომთაძე თავის კარიერაში მეორედ ადის მსოფლიო პირველობების საპატიო კვარცხლბეკზე. 2016 წელს, ამავე წონით კატეგორიაში, ქართველი მოჭიდავე ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ლომთაძემ ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებისთვის, ლომთაძის ოქრო ტურნირში მეორე გახდა. ადრე, გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მესამედ ავიდა. ასევე ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე არის ერთი ბრინჯაოს მედალი, რომელიც ირაკლი მცხითურმა (-92 კგ) მოიგო.

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.  ელიზბარ ოდიკაძე 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ამერიკელ კაილ სნაიდერს ეჭიდავება.

თემები:
სპორტის ამბები (419)

მთავარი თემები