04:16 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

© photo: GeoWrestling / FB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (415)
8410

ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა თურქ მოჭიდავეს სძლია

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) მსოფლიო ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში 14-22 სექტემბერს იმართება.

შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილი შეხვდა თავის ძველ მეტოქეს, თურქეთის წარმომადგენელ ტახა აკგულს. 

გადამწყვეტი ბრძოლა ძალიან დრამატული გამოდგა. აკგიული ანგარიშით 4:0 იგებდა, შემდეგ პეტრიაშვილმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ შეჯიბრის დასრულებამდე 39 წამით ადრე თურქი მოჭიდავე კვლავ დაწინაურდა.

გარდატეხა ფინალურ სასტვენამდე რვა წამით ადრე მოხდა. პეტრიაშვილმა მოახერხა და მეტოქე წააქცია. შედეგად ფრე 6:6, რომელიც ქართველი მოჭიდავის მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პეტრიაშვილმა ასევე დაამარცხა აკგიული, ხოლო შარშან ჩვენმა მოჭიდავემ დენ ჩჟივეი ჩინეთიდან დაამარცხა.

ნურ-სულთანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პეტრიაშვილმა აკგიულთან რევანში აიღო - მიმდინარე წლის აპრილში ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე დამარცხების გამო. მაშინ ქართველმა თავის მეტოქესთან ანგარიშით 0:7 წააგო. თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს მედალი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გახდა.

ადრე ირაკლი მცითურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა მოჭიდავემ ყაზახეთის წარმომადგენელი ნურგალი ნურგაიპული ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ტურნირის დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი მოიგოს კიდევ ერთი ოქროს მედალი. 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბექა ლომთაძე იასპარეზებს.

თემები:
სპორტის ამბები (415)

მთავარი თემები