ვლადიმირ ვაისი: ეს ნაკრების საუკეთესო თამაში იყო ჩემი ხელმძღვანელობით

© Sputnik / STRINGERფეხბურთი: საქართველო-დანია
ფეხბურთი: საქართველო-დანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივარს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მიიჩნევს, რომ ფრე დანიის ნაკრებთან ევრო-2020-ის შესარჩევ მატჩში საუკეთესო თამაში იყო მას მერე, რაც ის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ეს ჩვენი საუკეთესო შედეგი იყო, უკეთესიც კი, ვიდრე ესპანეთთან გასვლაზე გამარჯვება. კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ხასიათი ვაჩვენეთ, რისთვისაც მადლობელი ვარ ჩვენი ფეხბურთელების. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც ნაკრებს მხარი დაუჭირეს. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნობოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დანია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, ეს ნამდვილად კარგი შედეგია", – განაცხადა ვაისმა.

© Sputnik / STRINGERვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი: ეს ნაკრების საუკეთესო თამაში იყო ჩემი ხელმძღვანელობით - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვაისი

სლოვაკმა სპეციალისტმა რამდენიმე ფეხბურთელი გამოყო შესანიშნავი მატჩის ჩატარებისთვის.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში დანიასთან 0:0 ითამაშა - Sputnik საქართველო
საქართველომ დანიასთან ფრე ითამაშა: როგორ ჩაიარა საფეხბურთო მატჩმა – ფოტო

„ცენტრში შესანიშნავად ითამაშეს აბურჯანიამ და კიტეიშვილმა. ჩაატარეს შესანიშნავი მატჩი, აჩვენეს თავიანთი მაღალი კლასი და პროფესიონალიზმი. კიტეიშვილი მშვენივრად გაუმკლავდა საყრდენი ნახევარმცველის როლს და, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ასევე მინდა გია გრიგალავა აღვნიშნო. ის კარგად გამოდის რუსეთის ჩემპიონატზე ტულის „არსენალში" და სწორედ ამიტომ ქვეყნის მთავარ გუნდში დაბრუნდა", – აღნიშნა ვაისმა.

ვლადიმირ ვაისისგან განსხვავებით, დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იონ-დალ ტომასონი იმედგაცრუებული დარჩა. შეხვედრის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ მისი გუნდი თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა.

© Sputnik / STRINGERდანიის ნაკრები
ვლადიმირ ვაისი: ეს ნაკრების საუკეთესო თამაში იყო ჩემი ხელმძღვანელობით - Sputnik საქართველო
დანიის ნაკრები

ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის ხუთი ჩატარებული საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და D ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ჯგუფის ლიდერია ირლანდია 11 ქულით ხუთი თამაშის შემდეგ. დანია 9 ქულით მეორე პოზიციაზეა.

შემდეგი მატჩში 12 ოქტომბერს ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. თამაში თბილისში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0