დასახელდა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჭიდაობის ნაკრების შემადგენლობა

© photo: GeoWrestling / FB მოჭიდავეები
მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატი ნურსულთანში 14–22 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იმ სპორტსმენების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ნურსულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ. ჩემპიონატი 14 სექტემბერს აიღებს სტარტს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყაზახეთის დედაქალაქში მსოფლიო პირველობაზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება ექვსივე ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (60, 67, 77, 87, 97, 130 კგ).

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ნუგზარ წურწუმია (-55 კგ)

დავით ჩხარტიშვილი (-60 კგ)

ლევან ქავჟარაძე (-63 კგ)

შმაგი ბოლქვაძე (-67 კგ)

იური ლომაძე (-72 კგ)

გელა ბოლქვაძე (-77 კგ)

ლაშა გობაძე (-82 კგ)

გურამ ხეცურიანი (-87 კგ)

გიორგი მელია (-97 კგ)

იაკობ ქაჯაია (-130 კგ)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე ტიტულოვანი შმაგი ბოლქვაძეა. მის ანგარიშზეა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების (2016) ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლი და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (U-23) ოქრო.

ნურსულთანში მსოფლიო ჩემპიონატი 14-22 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება. პირველი მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მამაკაცებს შორის გათამაშდება, შემდეგ ხალიჩაზე ქალები გამოვლენ, მსოფლიო პირველობის პროგრამას კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0