ქართველი ჩოგბურთელი US Open-ის კორტებზე კვლავ იმარჯვებს

© photo: Hamburg European Open / FBნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპორტსმენი შემდეგ წრეში დაუპირისპირდება გერმანელ ჩოგბურთელს, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 118-ე ადგილი უკავია.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-18 ადგილი) „დიდი სლემის" სერიის US Open ტურნირის მესამე რაუნდში გავიდა. ტურნირი ამ დღეებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში 18 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) ოთხ სეტში მოუგო – 3:6, 7:6, 7:5, 6:2. მიუხედავად კლასში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, ბასილაშვილს გამარჯვებისთვის სამ საათზე მეტი დრო დასჭირდა.

ბრუკსბიზე გამარჯვების წყალობით ბასილაშვილმა გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და 163 ათასი აშშ დოლარი საპრიზო თანხა.

ბასილაშვილი გასულ წელს US Open-ზე მერვედფინალამდე მივიდა, სადაც ესპანელ რაფაელ ნადალთან ოთხ პარტიაში წააგო. ამგვარად, ქართველმა სპორტსმენმა გამომუშავებული 180 ქულა უნდა დაიცვას, რისთვისაც მესამე რაუნდში გერმანელი დომინიკ კოპფერის დამარცხება უნდა შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში პოზიციების დაკარგვით რისკავს.

US Open „ფლეშინგ მედოუზის" კორტებზე 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 28 619 ათასი აშშ დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყველა ახალი ამბავი
0