21:29 17 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2699
  • 100 RUB4.6206
  • USD2.9608
ლევან გორგაძე

ქართველმა სუმოისტმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

© photo: AFP 2019 / ZELLER FRANK
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (358)
74 0 0

სექტემბრის ტურნირზე ქართველმა სუმოისტმა მინიმუმ რვა გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს

თბილისი,  22 აგვისტო  — Sputnik.  ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) აკი ბაშოს სექტემბრის ტურნირამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გორგაძემ ცოტა მოიმატა და მისი წონა ახლა 178 კგ–ს აღწევს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ტოჩინოშინს ტრავმის გამო ივლისის შუა რიცხვებიდან არ უვარჯიშია და სავარჯიშო პროცესს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა.

გორგაძე ივლისის ნაგოია ბაშოდან ტურნირზე ასპარეზობის ხუთი დღის შემდეგ მარცხენა მხარისა და მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო მოიხსნა.

ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ დაგეგმილ აკი ბაშოზე, რომელიც 8–22 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება, ტოჩინოშინმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს დადებით ბალანსს – 15 შეჭიდებაში მინიმუმ რვა გამარჯვება უნდა მოიპოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი სუმოისტი ოძეკის წოდებას დაემშვიდობება.

თემები:
სპორტის ამბები (358)

მთავარი თემები