03:29 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ავტორბოლა

ქალები საჭესთან: საქართველოში პირველად გაიმართება ქალების სათავგადასავლო ავტორბოლა

© Sputnik / Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (367)
9710

რბოლაში ქალბატონები მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის.

თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. საერთაშორისო სათავგადასავლო ავტორბოლა (Rally Adventure Georgia) ქალებისთვის, რომლის დროსაც ავტომრბოლელი ქალბატონები პრაქტიკულად მთელ საქართველოს შემოივლიან, ქვეყანაში პირველად ჩატარდება 2019 წლის 13-19 ოქტომბერს.

ღონისძიების მიზანია დამკვიდრებული სტერეოტიპის დამსხვრევა იმის თაობაზე, რომ ქალი საჭესთან სახიფათოა.

საინტერესოა, რომ რალი წამზომის გარეშე ჩატარდება. მთავარი კრიტერიუმი იქნება ფინალურ წერტილამდე მისვლა ყველაზე მოკლე გზით. ამასთან, შეჯიბრების სულისჩამდგმელთა სიტყვებით, მრბოლელი ქალები რალიში მხოლოდ გასართობად მიიღებენ მონაწილეობას.

რბოლის მარშრუტი 1800 კილომეტრს შეადგენს და გადის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.

სისწრაფის მოყვარული ქალბატონები შეჯიბრებას თბილისიდან დაიწყებენ, საიდანაც მარშრუტი მიემართება წალკისკენ, შემდეგ გაივლიან ვარძიას, ახალციხეს, გოდერძის უღელტეხილსა და ბათუმს. ზღვისპირეთიდან გადავლენ ზუგდიდში, იქიდან მესტიაში, მაღალმთიან სოფელ უშგულში, ლენტეხში, წყალტუბოში, გუდაურში, ყაზბეგსა და ხევსურეთში. რბოლა ქვეყნის დედაქალაქში დასრულდება.

შეჯიბრების განმავლობაში მონაწილეები ღამეს გაათევენ სასტუმროებსა ან კარვებში.

ორგანიზატორები აღნიშნავენ: შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გუნდის შემადგენლობაში ქალების ყოფნა. მეორე შესაძლო ვარიანტია - ქალი საჭესთან, ხოლო მამაკაცი - შტურმანად.

ქუთაისელი გოგონას გაბედული იდეა – ტაქსის საჭესთან ქალია>>

ნიშანდობლივია, რომ დარეგისტრირებულ მონაწილეთა უმრავლესობა უცხოელია. რალიში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მრბოლელებმა კანადიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან და იტალიიდან. რეგისტრაცია შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს. მონაწილეობა ფასიანია.

უნდა აღინიშნოს, რომ რალი საქველმოქმედო ხასიათისაც იქნება. გზაში შეჯიბრების მონაწილეები სოფლის მოსახლეობას დაურიგებენ ტანსაცმელს, სათამაშოებსა და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას.

თემები:
სპორტის ამბები (367)

მთავარი თემები