03:28 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ნიკოლოზ ქუთათელაძე

მოსკოვის „სპარტაკმა“ ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა

© photo : Nikusha Kutateladze / FB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (367)
106 0 0

მოსკოვის საფეხბურთო კლუბმა ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი „გადაიბირა“

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მოსკოვის „სპარტაკმა“ 18 წლის ქართველ ფეხბურთელ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, აღნიშნულია მოსკოვის საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გარიგების დეტალები უცნობია, თუმცა, თავდამსხმელი „სპარტაკის“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში უახლოეს მატჩში ЦСКА–ს წინააღმდეგ მიიღებს მონაწილეობას.

ქუთათელაძემ თავისი საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო, მაგრამ ადრეულ ასაკში ჩეხეთში გაემგზავრა. ორი წელი ის პრაღის „სპარტაში“ თამაშობდა, შემდეგ ფრანგულ „ლილში“ გადავიდა და იქ 6 წელი დაჰყო. შემდეგ გადავიდა პარი სენ ჟერმენის სისტემაში და დედაქალაქის გუნდში პარიზის პირველობაში 16 წლამდელთა შემადგენლობაში და საფრანგეთის 17 წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობდა.

მას ასევე ჰქონდა მცდელობა მახაჩკალის „ანჟიში“ და კიევის „დინამოში“ (21–წლამდელები) მოხვედრისა.

თემები:
სპორტის ამბები (367)

მთავარი თემები