თბილისის „დინამომ" მატჩი „ფეინოორდთან" ფრედ დაასრულა

© Sputnik / STRINGER„დინამო" - „ფეინოორდი"
„დინამო - „ფეინოორდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხივე ქართული კლუბი ევროპის თასის გათამაშებას გამოეთიშა

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამო" ჰოლანდიურ „ფეინოორდთან" მატჩი თბილისში ფრედ 1:1 დაასრულა. საპასუხო მატჩი უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა.

© Sputnik / STRINGER„დინამო" - „ფეინოორდი"
თბილისის „დინამომ მატჩი „ფეინოორდთან ფრედ დაასრულა - Sputnik საქართველო
„დინამო" - „ფეინოორდი"

ერთი კვირის წინ როტერდამში ქართულმა კლუბმა 0:4 წააგო, ამდენად ყველასთვის ნათელი იყო, რომ მატჩი ფორმალური ხასიათისა იქნებოდა.

მატჩის ნახევრად ამხანაგური სტატუსი პირველმა ტაიმმაც დაადასტურა, რომელშიც სტუმრები ბურთს დროის 57 პროცენტი ფლობდნენ, „დინამოს" კარში დაარტყეს ხუთჯერ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს - სიმართლე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით არც უცდიათ.

© Sputnik / STRINGER„დინამო" - „ფეინოორდი"
თბილისის „დინამომ მატჩი „ფეინოორდთან ფრედ დაასრულა - Sputnik საქართველო
„დინამო" - „ფეინოორდი"

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო. „ფეინოორდის" მცველმა შეცდომა დაუშვა, რითიც ლევან შენგელიამ ისარგებლა და ანგარიში 52-ე წუთზე გახსნა.

უკვე ხუთ წუთში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - გოლის ავტორია ბოტეგინი.

© Sputnik / STRINGER„დინამო" - „ფეინოორდი"
თბილისის „დინამომ მატჩი „ფეინოორდთან ფრედ დაასრულა - Sputnik საქართველო
„დინამო" - „ფეინოორდი"

ამის შემდეგ თამაში აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა „დინამო არენას" დისკვალიფიკაციის გამო.

ორი მატჩის ჯამური ანგარიშით „დინამომ" 1:5 წააგო. ამჟამინდელ სეზონში ევროთასს გამოეთიშა ასევე ქუთაისის „ტორპედო", საჩხერის „ჩიხურა" და თბილისის „საბურთალო".

ყველა ახალი ამბავი
0