„დინამო“- „ფეიენოორდი“ - ისტორიული დაპირისპირების რიმეიქის მოლოდინი

© Sputnik / STRINGERთბილისის „დინამო“
თბილისის „დინამო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველო და ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია გთავაზობთ გასული კვირის სპორტული მოვლენების მიმოხილვას

ერთგვარ ტრადიციასავით დამკვიდრდა, რომ სპორტული მიმოხილვის მთავარი თემები ფეხბურთი, ჩოგბურთი და ჭიდაობის სახეობებია. ვერც ამ კვირაში ავუვლი გვერდს მათ. ეგ არის, ჩოგბურთზე მხოლოდ ნიკა ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქეებზე შემიძლია მოგითხროთ.

ჩვენი პირველი ჩოგანი ორშაბათიდან მონრეალის მასტერსზე — „როჯერსის თასზე" ითამაშებს, რომელიც ამავდროულად  კანადის ღია პირველობაა და  გამარჯვებული ათას ქულასთან ერთად $1 050 000-ს მიიღებს.

მე-13 ნომრად განთესილ ქართველს პირველ წრეში სერიოზული მეტოქე ჰყავს სერბი დუშან ლაოვიჩის სახით. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მე-2 წრეში ან „უაილდ ქარდით" მიწვეულ ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება, ან გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს. მე-3 წრეში კი, შესაძლოა, მე-3 ნომრად განთესილ ალექსანდერ ზვერევს შეხვდეს.

ყველა ახალი ამბავი
0