სამი გუნდი ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე და მოფარიკავეთა კვარტეტის შანსი მსოფლიო პირველობაზე

© Sputnik / Alex Shlamov„საბურთალოსა“ და შერიფის“ შეხვედრა
„საბურთალოსა“ და შერიფის“ შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველო გთავაზობთ გასული კვირის სპორტული მოვლენების მიმოხილვას.

გასული კვირის სპორტული ამბებიდან გამოსარჩევი, ისევ უეფას ჩემპიონთა და ევროპა ლიგის განმეორებითი შეხვედრებია. 

მოგეხსენებათ, ქართული გუნდებიდან, მომდევნო ეტაპზე გასვლის მეტ-ნაკლები შანსი ოთხივეს ჰქონდა. ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე „საბურთალო“ დაუხვდა მოლდოვურ „შერიფს“ და რომ ეგონათ, თავი ქუდში ჰქონდათ (სტუმრად 3:0 მოიგეს), 10 წუთში ცივი შხაპი მიიღეს. ჯერ სტუმართა კოსოვოელმა ნახევარმცველმა ლაფიტიმ დებიუტშივე გახსნა ანგარიში. შემდეგ მარგველაშვილმა განივი გადაცემისას ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-10 წუთზე კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ტამბემ ანგარიში 0:3 გახადა. ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო ძნელი წარმოსადგენია.

ყველა ახალი ამბავი
0