დიდი იმედებით: ახალგაზრდა სპორტსმენები ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე გააცილეს

© photo : Government of Georgia / FBქართველი სპორტსმენების გაცილება ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე
ქართველი სპორტსმენების გაცილება ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპორტსმენები სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზებენ

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პარასკევს ქართველი სპორტსმენების – ზაფხულის ევროპული ახალგაზრდული XV ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეების გაცილების ცერემონია გაიმართა, ნათქვამია საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ოლიმპიური ფესტივალი 21–27 ივლისს ბაქოში გაიმართება. თამაშებში ევროპის 49 ქვეყნის 3,6 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები 14–18 წლისანი არიან. პროგრამაშია სპორტის 10 სახეობა. საქართველოს ნაკრები სპორტის ექვს სახეობაში 36 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

სახილ ალახვერდოვი - Sputnik საქართველო
საქართველომ II ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა – შედეგები

„დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ბაქოში მაქსიმუმს გააკეთებს. თქვენ ხართ ქართული დიდი სპორტის ხვალინდელი დღე, საქართველო ამაყობს თქვენით... ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები ვდგავართ ერთად და ერთსულოვნად, ვაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს“, – განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

მან ახალგაზრდა სპორტსმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ახალგაზრდობა და სპორტის მიმართულება, და ქართული სპორტის წარმატება ადასტურებს, რომ ბოლო წლების ინვესტიციებმა და ახალმა პროგრამებმა შედეგი მოიტანა.

„2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედლით გაგვახარეს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული“, – განაცხადა ბახტაძემ.

ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ძიუდოსა და ჭიდაობაში.

ქართველი სპორტსმენების დევიზია ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე „უკეთ, ვიდრე დიორში!“

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში II ევროპული თამაშების გამარჯვებულებს უმასპინძლეს>>

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 2015 წელს ჩატარდა. მაშინ ქართველებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს. უნგრეთის ქალაქ დიორში 2017 წელს ქართული დელეგაციის ანგარიშზეა ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი.

ყველა ახალი ამბავი
0