თბილისის „დინამოელებმა“ ევროპის ლიგაში საჩოგბურთო ანგარიშით მოიგეს

© photo : FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო“ - სლოვენიის „მარიბორი“
თბილისის „დინამო“ - სლოვენიის „მარიბორი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებმა მომდევნი ტურში გასვლის ყველა პრობლემა პირველივე მატჩში გადაჭრეს.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბმა ოთხშაბათს სახლში ანგარიშით 6:0 მოუგო ანდორას „ენგორდანს“ უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში.

პირველ ტაიმში ვისენტე მირანდას შეგირდებმა მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანეს, თანაც ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გაიხსნა. შესვენების შემდეგ კიდევ ოთხი გოლი გავიდა. გატანილი გოლების ავტორები არიან ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე, ლევან კუტალია, გიორგი ძარია, ხოლო გიორგი კუხიანიძის ანგარიშზე ორი გოლია.

ქართული კლუბის უპირატესობა აშკარა იყო. „დინამოელებმა“ მეტოქის კარის მიმართულებით 20 დარტყმა განახორციელეს, სტუმრებმა კი მასპინძლის მეკარე ხოსე პერალესი მხოლოდ ერთხელ შეაწუხეს.

ამ დაპირისპირების დასასრული ფაქტობრივად გადაწყვეტილია. რთული დასაჯერებელია, რომ „ენგორდანი“ „დინამოს“ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს საშინაო შეხვედრაში, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფორმალობად იქცა.

საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „დინამოს“ გარდა კიდევ ორი ქართული კლუბი თამაშობს. ქუთაისის „ტორპედო“ გასვლაზე ყაზახეთის „ორდაბასისთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ხოლო საჩხერის „ჩიხურამ“ გასვლაზე ლუქსემბურგის „ფოლას“ მოუგო ანგარიშით 2:1.

ყველა ახალი ამბავი
0