რუსული კლუბის პრეზიდენტი: ქართველ მორაგბეებთან კონტრაქტები არ შეგვიწყვეტია

© photo: Rugby Club Glory / VKრევაზ ბროძელი
რევაზ ბროძელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსეი ნილოვსკიმ ქართული მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. რუსული სარაგბო კლუბ „სლავას" პრეზიდენტმა ალექსეი ნილოვსკიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ორ ქართველ მოთამაშეს – საბა ილურიძესა და რევაზ ბროძელს კონტრაქტები შეუწყდათ.

„ილურიძესთან და ბროძელთან კონტრაქტები არ შეგვიწყვეტია, ისინი კვლავ არიან კლუბ „სლავას" მოთამაშეები", – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" ნილოვსკიმ.

ნილოვსკიმ ამ ფორმით უარყო ქართულ მასმედიაში, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა სარაგბო კლუბმა "სლავამ" ქართველ მორაგბეებთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ვალერი მელაძე - Sputnik საქართველო
„ყველაფერი გაივლის!“ – ვალერი მელაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

ამის მიზეზი თითქოსდა მოთამაშეების ჟესტი გახდა – რუსეთის თასზე „ყუბანის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში წარმატებული ლელოს შემდეგ მორაგბეებმა ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ თითქოს პოლიტიკურ და ანტირუსულ ქმედებად მიიჩნია.

პირველი არხი საკუთარ განცხადებაში თავად მოთამაშეებს ეყრდნობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართველი მორაგბეები კლუბის შემადგენლობაში ირიცხებიან. თუმცა ეპიზოდი, რომელიც ტელევიზიამ გაავრცელა, 27 ივნისს ნამდვილად მოხდა.

რაც შეეხება თავად მატჩს, „სლავამ" „ყუბანს" ანგარიშით 10:19 დაუთმო, ათივე ქულა კლუბს სწორედ ბროძელმა მოუტანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0