ძაგნიძემ ყაზანში პარტია ტურნირის ლიდერთან წააგო

გამოწერა
ქართველი მოჭადრაკე ექვსი ტურის შემდეგ ლიდერს ერთნახევარი ქულით ჩამორჩება

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს, ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ძაგნიძე ყაზანის ტურნირზე პირველად დამარცხდა

ტურნირის მეექვსე დღეს ძაგნიძე რუს ალექსანდრა გორიაჩკინას შეხვდა. ქართველმა თეთრი ფიგურებით ითამაშა. მან მარცხი 71-ე სვლის შემდეგ აღიარა.

ამ გამარჯვების წყალობით რუსმა მოჭადრაკემ მოაგროვა ხუთი ქულა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციები განამტკიცა. ძაგნიძე და რუსეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ეკატერინა ლაგნო, თითოეული 3,5 ქულით, მეორე ადგილზე განთავსდნენ.

მოჭადრაკეები 7 ივნისს ისვენებენ, ხოლო შაბათს ძაგნიძე შავი ფიგურებით ლაგნოს შეხვდება, ხოლო გორიაჩკინა - უკრაინელ მარია მუზიჩუკს.

ტურნირი 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0