ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს

© photo : Georgian Judo Federation / FBგიორგი პაპუნაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ტურნირზე წარმოდგენილი იყო ექვსი ძიუდოისტით, რომლებიც ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ შედიან.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა გიორგი პაპუნაშვილმა და ლევან მატიაშვილმა ჩინეთის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ტურნირი ქალაქ ჰუშში უკვე დასრულდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პაპუნაშვილმა დაამარცხა სირილ გროსკლაუსი შვეიცარიიდან, ხოლო მატიაშვილმა (+100) - იოჰანეს ფრეი გერმანიიდან.

გელა ზაალიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოს ტურნირზე ოქრო მოიპოვა

ბრინჯაოს მედლებმა ქართულ გუნდს საერთო ჩათვლაში მაღალი ადგილის დაკავების უფლება არ მისცა. ჩვენმა სპორტსმენებმა მეოცე ადგილი დაიკავეს. გაიმარჯვა სამხრეთ კორეის გუნდმა, რომელიც ოთხი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის გრან-პრიზე საქართველო ექვსი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებიც ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ არიან. პაპუნაშვილისა და მატიაშვილის გარდა, ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ ვალერი იაშვილი (-73), კობა მჭედლიშვილი და ტატო გრიგალაშვილი (-81) და უშანგი მარგიანი (-90).

ქართველი ძიუდოისტებისთვის შემდეგი დიდი ტურნირი II ევროპული თამაშები გახდება, რომელიც მინსკში ამა წლის 21-30 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0