09:41 24 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2390
  • 100 RUB4.5838
  • USD2.8971
ლევან გორგაძე

ტურნირის მეექვსე დღე: ქართველი სუმოისტი დაუმარცხებელია

© photo: AFP 2019 / JIJI PRESS
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (249)
165 0 0

ტოჩინოშინი იაპონიაში გამართულ ტურნირზე ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძვის

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ბაშოზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის მეექვსე დღეს ტოჩინოშინმა დაამარცხა მონღოლი იჩინოჯო, რომელიც 227 კგ–ს იწონის.

ზაფხულის ბაშოს ექვსი დღის შემდეგ ტურნირის ლიდერები მხოლოდ ორი სუმოისტი დარჩა – იოკოძუნა კაკურიუ  და სეკივაკე ტოჩინოშინი.  დასავლეთის მერვე მერვე მაეგაშირა  ასანოიამამ ტურნირზე  პირველი დამარცხება იწვნია.

გასულ ტურნირზე, გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა და შეჯიბრება უარყოფითი ბალანსით 7-8 დაასრულა. დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად ზაფხულის ნაცუ ბაშოზე გორგაძეს 15 ბრძოლაში 10 მოგება სჭირდება. ტურნირზე მიღწეული შედეგებით მას მხოლოდ ოთხი გამარჯვება სჭირდება.

შაბათს, 18 მაისს, გორგაძე დასავლეთის პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს შეხვდება. სუმოისტებს შორის გამართული შეხვედრების შედეგებია 24:9 იაპონელი სუმოისტის სასარგებლოდ.

ნაცუ ბაშოს ზაფხულის სეზონი 26 მაისს დასრულდება.

თემები:
სპორტის ამბები (249)

მთავარი თემები